ესპანური ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტემ" შინ "კორდობა" მიიღო, შეხვედრა ფრედ. 2:2 დასრულდა.
მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ, 72-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და მოედანი 85-ე წუთისთვის დატოვა.
გიორგის დღევანდელი ასპარეზობა Sofascore-მ 10-ბალიანი სისტემით 7,5 ქულით შეაფასა, რაც თავის გუნდში საუკეთესო შედეგია, ხოლო ორივე გუნდში მეორეა.