"უმჯობესი იქნებოდა, თამაში მოეგოთ", - ედენ აზარი გერმანელთა გუნდურ ფოტოზე » სპორტის ხაზი

"უმჯობესი იქნებოდა, თამაში მოეგოთ", - ედენ აზარი გერმანელთა გუნდურ ფოტოზე

"უმჯობესი იქნებოდა, თამაში მოეგოთ", - ედენ აზარი გერმანელთა გუნდურ ფოტოზე
24-11-2022, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მატჩის წინ, გუნდური ფოტო გერმანელებმა პირზე ხელაფარებულებმა გადაიღეს, ეს ყოველივე კი იმის ნიშნად, რომ კატარში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იზღუდება.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ფიფამ ინგლისის გერმანიის და სხვა ნაკრებებს, LGBT+ სამკლავურის ტარების უფლება არ მისცა.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ბელგიის ეროვნული ნაკრების და რეალ მადრიდის შემტევმა, ედენ აზარმაც გააკეთა:

"დიახ, მაგრამ შემდეგ მათ შეხვედრა წააგეს, უმჯობესი იქნებოდა, ეს არ გაეკეთებინათ და თამაში მოეგოთ. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ, პირადად მე პოლიტიკური მესიჯების გასაგზავნად არ ჩამოვსულვარ, ამისთვის სხვა ხალხი არსებობს, ჩვენ კი ფეხბურთზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული", - განაცხადა აზარმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი