გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ევროპა ლიგაზე აინტრახტს მოუგო » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ევროპა ლიგაზე აინტრახტს მოუგო

გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ევროპა ლიგაზე აინტრახტს მოუგო
13-12-2024, 13:50
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ლიონმა ევროპის ლიგის ეგიდით მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. მათ ამჯერად გერმანული ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტოში არ ყოფილა. მწვრთნელმა ის მინდორზე მატჩის მე-80 წუთზე შეუშვა და გიორგის გატანის შანსი ამ მცირე დროშიც შეექმნა.

ჟორჟმა ვერ გაიტანა, თუმცა ლიონმა საბოლოოდ 3 ქულა მაინც აიღო, - 3:2. ფრანგები ახლა გათამაშების ცხრილის მე-4 ადგილს 13 ქულით იკავებენ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მას შეფასების დონეზე 6.7 ქულა დაუწერეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი