"ჩვენი სურვილია დინამოზე ჩატარება, მაგრამ.." - კობიაშვილი მარტში გასამართ თამაშზე » სპორტის ხაზი

"ჩვენი სურვილია დინამოზე ჩატარება, მაგრამ.." - კობიაშვილი მარტში გასამართ თამაშზე

"ჩვენი სურვილია დინამოზე ჩატარება, მაგრამ.." - კობიაშვილი მარტში გასამართ თამაშზე
10-12-2024, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ნაკრების მარტში გასამართი თამაშის მასპინძელ სტადიონზე ახალი კომენტარი გააკეთა.


"პროცედურულად, როდესაც ნაკრებს თამაში აქვს უეფას მოთხოვნის შესაბასმისად რამდენიმე თვით ადრე იგზავნება ინფორმაცია თუ სად ჩავატარებთ საშინაო თამაშს. ჩვენი სურვილი ყოველთვის და ახლაც არის ვითამაშოთ ისეთ სტადიონზე, რომელიც ტევადობით უფრო დიდია, ასეთი კი არის „დინამო არენა“. ეს სურვილი ჩვენ ადრეც არაერთხელ დავადასტურეთ და ეს მუდამ ასე იქნება. უეფას მოთხოვნაში „დინამო არენა“ მივუთითეთ, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას, რომ იქ ვითამაშოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თამაში იქ ჩატარდება. სტადიონის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მისი გამართვა, რათა მარტის თამაშისთვის ვიქირაოთ მათგან მთლიანი მოცულობით და რაც მთავარია უსაფრთხოდ. ჩვენ დაველოდებით თუ რა სამუშაოები ჩატარდება და არსებული პრობლემები იმედია მალე აღმოიფხვრება, რაც მოგვცემს მარტში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი თამაშის უსაფრთხოდ გამართვის შესაძლებლობას" (bm.ge)

- ამბობს კობიაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.