ფეხბურთელები ტრანსფერზე - გვარდიოლა გუნდის განახლებას გეგმავს » სპორტის ხაზი

ფეხბურთელები ტრანსფერზე - გვარდიოლა გუნდის განახლებას გეგმავს

ფეხბურთელები ტრანსფერზე - გვარდიოლა გუნდის განახლებას გეგმავს
9-12-2024, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა El Nacional-მა დაწერა, რომ პეპ გვარდიოლა ზოგიერთი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა და მათ ტრანსფერზე დაყენებას აპირებს.

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, გვარდიოლას გეგმებში კაილ უოკერი, ჯეიმს მაკატი, მატეუშ ნუნიეში და ჯეკ გრილიში აღარ შედიან.

როგორც გაირკვა, პეპის მიზანია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ოთხივე ეს ფეხბურთელი სიტიმ გაყიდოს და არის შანსი, რომ სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა სხვა მოთამაშე/მოთამაშეები დაიმატოს.

ამ მომენტისთვის პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სიტი მე-17 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი