სანჩო: "ბევრი ადამიანია, რომელთაც უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემში ცდებოდნენ" » სპორტის ხაზი

სანჩო: "ბევრი ადამიანია, რომელთაც უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემში ცდებოდნენ"

სანჩო: "ბევრი ადამიანია, რომელთაც უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემში ცდებოდნენ"
9-12-2024, 14:29
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედის 24 წლის ფეხბურთელმა ჯეიდონ სანჩომ, რომელიც იჯარის წესით ლონდონის ჩელსისია განათხოვრებული "არისტოკრატებზე" ისაუბრა.

"პირველივე დღიდან ჩელსიში კარგად დამხვდნენ და თავს კომფორტულად მაგრძნობინებენ - ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მყავს, რომელთაც უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემში სცდებოდნენ.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს, გუნდს და მთლიან სტაფს, რომ სჯერათ ჩემი
", - განაცხადა სანჩომ.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სანჩომ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა, ინგლისელმა მოთამაშემ მოედანზე ჯამურად 492 წუთი გაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი