გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
წყაროს მტკიცებით, ნეაპოლური გუნდი იაზრებს გუნდში ხვიჩას როლს და მას 2029 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას გაუფორმებს.
ცხადია გაუმჯობესდება ქართველი შემტევის ხელფასი და საბონუსე სისტემაც, თუმცა, ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად რა ჩაიწერება ჯერჯერობით უცნობია - შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მხარეები სწორედ ამ პუნქტზე ვერ თანხმდებოდნენ.