"ხელფასი არაფერ შუაშია" - რატომ ვერ თანხმდება ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე » სპორტის ხაზი

"ხელფასი არაფერ შუაშია" - რატომ ვერ თანხმდება ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე

"ხელფასი არაფერ შუაშია" - რატომ ვერ თანხმდება ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე
გუშინ, 15:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე არაერთხელ მოგახსენეთ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის განახლებული, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინათ, თუმცა, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

აქამდე უთანხმოების მთავარ მიზეზად იტალიური გამოცემები ფეხბურთელის ხელფასს ასახელებდნენ, თუმცა, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საქმე არა ხელფასში, არამედ გამოსასყიდ თანხაშია.

როგორც წყარო ირწმუნება, ქართველი შემტევის გარემოცვა კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერას ითხოვს, ნაპოლი 100 მილიონზე ნაკლებზე თანხამა არაა.

თავის ხმრივ, ხვიჩას სახელი უკვე დაუკავშირეს ისეთ გუნდებს, როგორებიცაა პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი