გოგა ბითაძის არასტანდარტულად დიდი დრო და 3 დაფარება | პეისერსი მაინც დამარცხდა » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძის არასტანდარტულად დიდი დრო და 3 დაფარება | პეისერსი მაინც დამარცხდა

გოგა ბითაძის არასტანდარტულად დიდი დრო და 3 დაფარება | პეისერსი მაინც დამარცხდა
24-11-2022, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, NBA-ს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი და მინესოტა ტიმბერვულვზი ეთამაშებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძეს მშვენიერი ოდენობის დრო მიეცა და ქართველმა კარგადაც ითამაშა, მისმა გუნდმა მაინც მარცხი განიცადა - 101:115.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15:27 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძე ინდიანას რიგებში ერთადერთი კალათბურთელი იყო, ვინც შეხვედრა დადებითი კოეფიციენტით დაასრულა.

ამ მომენტისთვის, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს, რასაც ამ გუნდმა 10 გამარჯვებითა და 7 მარცხით მიაღწია. ცნობისთვის, ქართველი ცენტრის გუნდის მომდევნო შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართება, სადაც ის ბრუკლინ ნეტსს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.