ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა » სპორტის ხაზი

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
8-12-2024, 10:44
Aa Aa
გაზიარება:

6 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს A ლიგაში. სალომე ხუბულურის გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია 8-დან 14 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.

B ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბულგარეთი, ლუქსემბურგი და ლიხტენშტაინი იქნებიან. A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება. ჯგუფის მატჩები 2-დან 8 აპრილის ჩათვლით ბულგარეთში გაიმართება.

NAKREBI.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი