იმის გამო, რომ ლივერპულს მოჰამედ სალაჰისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია, ეგვიპტელ ფეხბურთელს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის პარი სენ-ჟერმენსაც, რომელიც რეორგანიზაციის პროცესშია.
რამდენიმე საათის წინ, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფმა დაადასტურა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია და კლუბი სალაჰის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.