"ზაფხულამდე მოცდას არ ვაპირებ" - იოზუა კიმიხი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა » სპორტის ხაზი

"ზაფხულამდე მოცდას არ ვაპირებ" - იოზუა კიმიხი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ზაფხულამდე მოცდას არ ვაპირებ" - იოზუა კიმიხი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
3-12-2024, 01:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე არაერთხელ მოგახსენთ, მიუნხენის ბაიერნი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის იოზუა კიმიხის შენარჩუნებაზე მუშაობს.

თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე კომენტარი თავად 29 წლის ნახევარმცველმაც გააკეთა.

"ზაფხულს არ დაველოდები! ზამთარშივე დავჯდებით მოლაპარაკებების მაგიდაზე და შემდეგ შევეცდები ჩემი მომავალი უფრო დიდ სურათში დავინახო - გადაწყვეტილებას იანვარში მივიღებ", - განაცხადა კიმიხმა.

შეგახსენებთ, იოზუასა და კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება, მისი ტრანსფერით კი არაერთი ტოპ კლუბია დაინტერესებული, მათ შორის ბარსელონა, რომელსაც კიმიხის ყოფილი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი წვრთნის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი