იბერია 1999, იგივე ძველი საბურთალო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა!
გუნდმა ჩემპიონობა დღეს იზეიმა. იბერიამ ეროვნული ლიგის 35-ე, ანუ ბოლოსწინა ტურში გაგრას 2:1 აჯობა და მდევრებს დაწევის მათემატიკური შანსებიც წაართვა.
ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაძე ჩაანაცვლა.
რაც შეეხება გუნდის მთავარ ბომბარდირს, ის გიორგი კოხრეიძეა, რომელსაც 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.