საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ლიგის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრაში უელსელ თანატოლებთან 4:0 დამარცხდა.
პირველი რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 დეკემბერს, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ, 16:00 საათზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო შეხვედრაში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის მასპინძელი ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხდა. პირველი რაუნდის შემდეგ, ა ლიგაში ბ ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი გადავა.