იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ "იუვენტუსის" ლეგენდა ალესანდრე დელ პიერო განიხილავს მონაწილეობა მიიღოს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2025 წლის 3 თებერვალს გაიმართება.
დღეისთვის იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სათავეში უდგას გაბრიელე გრავინა, რომელსაც ეს პოსტი 2018 წლიდან უკავია.
ვეტერანმა იტალიელმა საფეხბურთო კარიერა "პადოვაში" დაიწყო, შემდეგ კი 19 წელი "იუვენტუსში" დაჰყო. საფეხბურთო კარიერის ბოლო წლები ავსტრალიურ "სიდნეისა" და ინდურ "დელი დინამოში" გაატარა.