ევროპა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" ესტუმრა და 4:1 სძლია.
შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ სტუმართა ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
Sofascore-მ გიორგი მიქაუტაძის ასპარეზობა შეხვედრაში, 10-ბალიანი სისტემით, 8,8 ქულით შეაფასა.