"დე იონგი 100%-ით მზად არ არის" - ფლიკმა ნიდერლანდელის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"დე იონგი 100%-ით მზად არ არის" - ფლიკმა ნიდერლანდელის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა

"დე იონგი 100%-ით მზად არ არის" - ფლიკმა ნიდერლანდელის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა
27-11-2024, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა ფრენკ დე იონგმა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ სათამაშო დროის სიმცირეზე ისაუბრა.

"თამაშის დროს ტრავმისგან დატოვებული შეგრძნებები კვლავ მაქვს. მოედანზე ნდობა უნდა დავიბრუნო და ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა - ამიერიდან თამაში უნდა გავაუმჯობესო", - განაცხადა ფრენკმა.

მოგვიანებით, კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ დე იონგი 100%-ით მზად არ არის.

"ფრენკი ბევრს მუშაობს, ის ჯერ 100%-ით სასურველ ფორმაში არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ძველებურ ფორმას დაიბრუნებს - ეს ჩვენი საქმეა", - დაამატა ფლიკმა.


კომენტარის დამატება ( 1 )
კოდის განახლება
SHOTEX_21

ვნახოთ ფლიკის ხელში როგორ ათამაშდება დე იონგი

27 ნოემბერი 2024 20:25
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი