მუხლის ტრავმის შემდეგ, გავი გასულ თვეში მოედანს დაუბრუნდა, თუმცა, ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.
აღნიშნულ ფაქტზე ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც გააკეთა კომენტარი.
"ის სათამაშოდ 100%-ით მზადაა - როცა გავის ვესაუბრები, მუდამ იმას გაიძახის, რომ ნებისმიერ ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია და ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო იქნება, ეს კი ძალიან მაგარი პასუხია!", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, ტრავმის მიღებამდე ბოლოს გავი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან მატჩში (3:1) იყო მოედანზე, თუმცა 26-ე წუთზე ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.