ბაიერნის დირექტორმა ერბელმა 29 წლის იოზუა კიმიხის მომავალზე ისაუბრა, რომლის კლუბთან დადებულ ხელშეკრულებას ვადა მომავალ ზაფხულს გასდის.
"როდესაც ნოიერი და მიულერი პენსიაზე გავლენ, გუნდის სახე კიმიხი უნდა გახდეს.
იოზუამ კარგად იცის, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს და გადაწყვეტილება საბოლოოდ მან უნდა მიიღოს - სურს კარიერაში ახალი გამოწვევები, თუ სურს გახდეს ბაიერნის ლეგენდა", - განაცხადა ერბელმა.
ბაიერნის პოზიცია ნათელია - კლუბს კიმიხის შენარჩუნება სურს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.