"საქართველო ახალ ზელანდიასთან ტესტ-მატჩის გამართვას გეგმავს" - Onrugby » სპორტის ხაზი

"საქართველო ახალ ზელანდიასთან ტესტ-მატჩის გამართვას გეგმავს" - Onrugby

"საქართველო ახალ ზელანდიასთან ტესტ-მატჩის გამართვას გეგმავს" - Onrugby
23-11-2022, 17:56
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებას ეხმაურება იტალიური Onrugby, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. Onrugby-ზე დაყრდნობით, ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან ტესტ-მატჩის გამართვას გეგმავენ:

"იტალიისა და უელსის ნაკრებების დამარცხებით საქართველო 6 ერს კიდევ უფრო მიუახლოვდა და ფაქტია, რომ ქართველების მთავარი ამოცანა მაღალ დონეზე თავის დამკვიდრებაა."

"საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე აპირებს, რომ ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, ბილ სვინისს შეხვდეს, რისი მიზანიც რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხის განხილვა იქნება."

"მსურს, რომ ბილს შეხვდვე და მისგან რჩევები მოვიღო. გვინდა, რომ ინგლისურ კლუბებთან ახლო კომუნიკაცია გვქონდეს. ამ მომენტისთვის, მათ ლიგაში მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს. ლელო-სარასენსს ინგლისურ სარასენსთან ახლო კავშირები გააჩნდა, თუმცა კლუბის მმართველობაში განხორციელებული ცვლილებები გამო, ეს კავშირები დაიკარგა. მსურს ბილს ვკითხო, ამ ურთიერთობის აღდგენა რამდენად შესაძლებელია."

"რამდენიმე ხელშესახები გამარჯვება ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს. კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ, რათა მსოფლიოს ვანახოთ, თუ რა შეგვიძლია. თუ 6 ერის კარი გაიღება, ჩვენ მზად ვიქნებით. გვესმის და ვხედავთ, რომ ისინი გვაკვირდებიან, ამიტომ ეკონომიკურადაც უნდა მოვძლიერდეთ, რათა სტაბილურობა საქართველოშიც მივიღოთ." - ტყემალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებებს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ და ისიც ჩვენმა მეტოქემ 43:10 მოიგო. საამაყოა, რომ იმ შეხვედრის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე გახდა. რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან პოტენციურ დაპირისპირებას, მისი გამართვა მხოლოდ ერთი მიზნისკენ სვლას შეუწყობს ხელს - საქართველო 6 ერში!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი