გატუზო: ახალ მეკარეს იმისთვის არ ვეძებთ, რომ მეორე ნომრად გვყავდეს » სპორტის ხაზი

გატუზო: ახალ მეკარეს იმისთვის არ ვეძებთ, რომ მეორე ნომრად გვყავდეს

გატუზო: ახალ მეკარეს იმისთვის არ ვეძებთ, რომ მეორე ნომრად გვყავდეს
16-09-2022, 21:12
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსია ახალ მეკარეს ეძებს. ღამურებს ხაუმე დომენიკი გაურკვეველი ვადით გამოაკლდათ, ამიტომაც ესპანური გუნდი მეკარის ძიებაშია.

მოგეხსენებათ, ვალენსიას ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს.

ჯენარო გატუზოს გუნდში ვეტერანი მეკარე, იაგო ერერინი ვარჯიშობს, რომელიც აქამდე უგუნდოდ იყო. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ვალენსია ახალ მეკარეს იმისთვის არ ეძებს, რომ ის მეორე ნომრად ჰყავდეთ - მათი მიზანია ხაუმეს დანაკლისი გამოცდილი მეკარით შეავსონ.

პარალელურად, მამარდაშვილის სახელს არერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, თუმცა ამ მომენტისთვის, 21 წლის მეკარე ვალენსიას შეუცვლელი წევრია.

ცნობისთვის, ვალენსია მომდევნო მატჩს 17 სექტემბერს, სელტა ვიგოს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი