რჩება თუ მიდის? - ბაიერნის დირექტორის განცხადება ლეონ გორეცკაზე » სპორტის ხაზი

რჩება თუ მიდის? - ბაიერნის დირექტორის განცხადება ლეონ გორეცკაზე

რჩება თუ მიდის? - ბაიერნის დირექტორის განცხადება ლეონ გორეცკაზე
24-11-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეონ გორეცკას და ბაიერნის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა, კონკრეტული ჯერ არაფერი მომხდარა.

ბაიერნის დრიექტორის მაქს ებერლის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ 29 წლის ფეხბურთელს კლუბში აფასებენ, თუმცა ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებლად გერმანელები ნებისმიერ კლუბთან მზად არიან.

"გორეცკას ზაფხულში ვესაუბრეთ და მან დარჩენა გადაწყვიტა - მოხარული ვართ, რომ ის აქ არის, რადგან გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა ებერლიმ.

ცნობისთვის, გორეცკას და მიუნხენური კლუბის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო ღირებულება კი Transfermarkt-ის ვერსიით 22 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი