ხვალ, ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდი სტუმრად ლეგანესს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, სამეფო კლუბის ფრანგ შემტევზე, კილიან მბაპეზე კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"მბაპემ სანაკრებო შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და კარგად ივარჯიშა, ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია - თავის შესაძლებლობებს კი ხვალ, მოედანზე გამოავლენს", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, გულშემატკივართა დიდი ნაწილის აზრით, მბაპე გაცემულ ავანსებს ამ დრომდე ვერ ამართლებს. 25 წლის შემტევმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.