ლივერპულს შაბათ-კვირას პრემიერ ლიგაში ტური ელის, იქამდე კი არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთ-ერთი სასაუბრო თემა ტრავმირებულ ფეხბურთელებს შეეხებოდა.
ვირჯილ ვან დაიკი თავს თავიდან ბოლომდე მშვენივრად გრძნობს და ის ახლა უკვე გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს.
იგივეს ვერ ვიტყვი ტრენტზე. ის ჯერ ჩვენთან ერთად არ არის, თუმცა გაუმჯობესების გზას ადგას და მალე შემოგვიერთდება კიდეც.
- თქვა სლოტმა.
ლივერპული კვირას საუთემპტონს გასვლაზე შეხვდება.