გერმანულ მედიაში ალფონსო დევისის და ბაიერნის განახლებულ კონტრაქტზე ბევრი არაფერი იწერება, რაც ზრდის ალბათობას იმისა, რომ უახლოეს პერიოდში 24 წლის მცველი კლუბს დატოვებს.
დევისის დამატებას წლებია რეალ მადრიდი ცდილობს, თუმცა, სამეფო კლუბის ყოველი ცდა აქამდე წარუმატებლად სრულდებოდა. ანჩელოტის გუნდისთვის საქმეს ისიც ართულებს, რომ "ფონზის" ახალი მსურველი, მანჩესტერ სიტის სახით გამოუჩნდა და კანადელს გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც სთავაზობს.
ცნობისთვის, ალფონსო დევისსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.