კარაგერმა კვარაცხელია შეაქო და პრემიერ ლიგაში თამაში უწინასწარმეტყველა » სპორტის ხაზი

კარაგერმა კვარაცხელია შეაქო და პრემიერ ლიგაში თამაში უწინასწარმეტყველა

კარაგერმა კვარაცხელია შეაქო და პრემიერ ლიგაში თამაში უწინასწარმეტყველა
16-09-2022, 20:49
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში რომ წარმატებული გამოდგა, ამაზე უკვე აღარავინ დაობს - მეტიც, ფეხბურთის მრავალი ექსპერტი ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.

ამავე აზრს იზიარებს ლივერპულის ყოფილი მცველი, ლეგენდარული ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, მან ახალგაზრდა ტალანტს ფეთქებადი მოთამაშე უწოდა და სამომავლოდ, პრემიერ ლიგაში თამაშიც უწინასწარმეტყველა:

"კვარაცხელია შესანიშნავი მოთამაშეა - საინტერესოა, რამდენ ხანს დარჩება ნეაპოლში."

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 8 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი