"ხვიჩა სუპერპროფესიონალი გახდა, მან ძალიან მოუმატა" - ლეონიდ სლუცკი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა სუპერპროფესიონალი გახდა, მან ძალიან მოუმატა" - ლეონიდ სლუცკი

"ხვიჩა სუპერპროფესიონალი გახდა, მან ძალიან მოუმატა" - ლეონიდ სლუცკი
22-11-2022, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინში თამაშისას წვრთნიდა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და ის კომპონენტი გამოარჩია, სადაც კვარაცხელიას პროგრესი ყველაზე მეტად შეიმჩნევა:

"ხვიჩა კვარაცხელია სუპერპროფესიონალი გახდა. მან ის ფიზიოთერაპევტი დაიქირავა, რომელთანაც ურთიერთობა რუბინში თამაშის დროს ჰქონდა. იცით, თავიდანვე ვიცოდი, რომ ხვიჩას საწყის შეხვედრებში დაცვაში თამაში გაუჭირდებოდა, რაც ზუსტად ასე მოხდა. მაშინ, როდესაც ნაპოლისთვის ანგარიში მისაღები გახდა, ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია უმალვე შეცვალა, რადგან მცველები მის წინააღმდეგ უხეშობას არ ერიდებოდნენ."

"ხვიჩამ დაცვაში თამაში თანდათანობით მკაფიოდ გამოასწორა, რაც უფრო მეტი ტერიტორიის დაფარვითა და სირბილით შეძლო, ამ ყველაფერს კი მისთვის მეტი თავდაჯერებულობაც მოჰყვა." - ლეონიდ სლუცკი.

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ სლუცკიმ ყაზანის რუბინი 15 ნოემბერს დატოვა და ჯერჯერობით უგუნდოდაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი