მსურველთა რადარზე ტოტენჰემი გამოჩნდა - ნაპოლის დეზებიც მიაკითხავენ » სპორტის ხაზი

მსურველთა რადარზე ტოტენჰემი გამოჩნდა - ნაპოლის დეზებიც მიაკითხავენ

მსურველთა რადარზე ტოტენჰემი გამოჩნდა - ნაპოლის დეზებიც მიაკითხავენ
22-11-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ბრიტანული HITC წერს, ტოტენჰემი ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერით, კიმით ინტერესდება. წყაროს ინფორმაციით, დეზებით გეგმავენ, რომ აზიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამართონ.

საგულისხმოა, რომ ნაპოლი ფეხბურთელის გაშვებას არ გეგმავს. რამდენიმე დღის წინ, ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ მედიას განუცხადა, რომ სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი გუნდში აუცილებლად დარჩება და ის ახალ კონტრაქტს მალე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კიმი ნაპოლიში თურქული ფენერბაჰჩედან გადაბარგდა და იტალირი გუნდის ერთ-ერთ ფუნდამენდურ ფეხბურთელად უმალვე იქცა. აურელიო დე ლაურენტისმა აზიელ მცველში 18 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, კიმი და მისი სამხრეთ კორეა მუნდიალის პირველ შეხვედრას ზეგ, 17:00 საათზე ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი