'ხვიჩა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა' - ჯუნტოლისა და კვარაცხელიას აგენტების შეხვედრა შედგა » სპორტის ხაზი

'ხვიჩა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა' - ჯუნტოლისა და კვარაცხელიას აგენტების შეხვედრა შედგა

'ხვიჩა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა' - ჯუნტოლისა და კვარაცხელიას აგენტების შეხვედრა შედგა
21-11-2022, 23:48
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემის Areanapoli.it-ის ჟურნალისტის ჯანლუკა ვიტალეს ინფორმაციით ჯუნტოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც წყარო ციტირებს შეხვედრის მსვლელობისას მხარეებს ფინანსურ საკითხებზე არ უსაუბრიათ და სავარაუდოდ, მოლაპარაკებები მალე გაგრძელდება.

"ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის ცდილობს "ნაპოლის" მაისურით გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს. მისმა აჩქარებებმა და დრიბლინგის უნარმა გააოცა როგორც გულშემატკივრები, ასევე საფეხბურთო ექსპერტები. საოცარია, ის არ ფიქრობს ძვირად ღირებულ მანქანებზე და არ უყურებს იმას, თუ რამდენს გამოიმუშავებენ სხვა ფეხბურთელები. ახლა კი ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება მოედანს.

'ხვიჩა ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა' - ჯუნტოლისა და კვარაცხელიას აგენტების შეხვედრა შედგა

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა

თუმცა, ნორმალურია, რომ ნაპოლი ქართველისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ აურელიო დე ლაურენტისისა და კრისტიანო ჯუნტოლის ინიციატივით ხდება და არა თავად ფეხბურთელის. ხვიჩას ინტერესებს: მამუკა ჯუღელი, კრისტიან ძაკარდო და ჯენარო დი ნარდო წარმოადგენენ.

ჯუნტოლისა და აგენტების შეხვედრის შემდეგ, ყველაფერი ბუნდოვნად რჩება. მხარეებმა ზოგადად ისაუბრეს, თუ რამდენად შედეგიანია ხვიჩა და როგორ იხარჯება მოედანზე. მოლაპარაკებების პროცესში არაფერი ითქვა ხელფასზე ან ბონუსებზე. თუმცა, როგორც ჩანს, ამის დროც მალე მოვა"


შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევის მონაგარი პარტენოპეის მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. აქვე გეტყვით, რომ ქართველს 'ნაპოლისთან' კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს - მისი სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად 60 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი