1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნეიმარი მოედანს 21 ოქტომბერს დაუბრუნდა და ორშაბათს, აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ითამაშა, თუმცა მატჩის მიწურულს ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
"გამოკვლევა აჩვენებს, რომ ნეიმარმა ბარძაყი დაიზიანა. ის გაივლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება"
- ამბობენ კლუბში.