LA GAZZETTA DELLO SPORT: 'კარგია ნაპოლიმ ხვიჩა რომ დაიმატა და არა რონალდო' » სპორტის ხაზი

LA GAZZETTA DELLO SPORT: 'კარგია ნაპოლიმ ხვიჩა რომ დაიმატა და არა რონალდო'

LA GAZZETTA DELLO SPORT: 'კარგია ნაპოლიმ ხვიჩა რომ დაიმატა და არა რონალდო'
21-11-2022, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემა LA GAZZETTA DELLO SPORT - ი ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას კრიშტიანუ რონალდუს ადარებს და აცხადებს, რომ ნაპოლიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გასულ ზაფხულს 21 წლის შემტევი დაიმატა და არა - მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

"აგვისტოს ბოლოს ნაპოლისთან დაკავშირებულ სატრანსფერო ხმებს თუ გავიხსენებთ, დღეს ღიმილს მოგვგვრის. მაშინ აგენტი ჟორჟე მენდეში აძურიში რონალდოს მოყვანას, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედში ოსიმენის დაახლოებით 100 მილიონად გადაყვანას აპირებდა. ლუჩანო სპალეტისთვის საბედნიეროდ, ეს გარიგება არ შედგა და პორტუგალიელი აგენტის იდეა იდეად დარჩა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, ციფრებისა და შეფასებების გათვალისწინებით, ხვიჩა კვარაცხელიას საქმეები გაცილებით კარგად მისდის, ვიდრე ლეგენდარულ CR7-ს, რომლითაც ქართველი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო.

LA GAZZETTA DELLO SPORT: 'კარგია ნაპოლიმ ხვიჩა რომ დაიმატა და არა რონალდო'

რონალდოს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას

ჟურნალი FourFourTwo ნაპოლის ტალანტს 37-ე ადგილზე აყენებს მსოფლიოს 2022 წლის Top 100-ში, რაც შვიდი პოზიციით მაღალია, ვიდრე მისი ბავშვობის კუმირის. გასაოცარი ისაა, რომ KK77 (ხვიჩა კვარაცხელია, N77) ამ კალენდარული წლის დასაწყისში ბათუმის დინამოში გამოდიოდა - ქართულ კლუბში, რომელიც საერთაშორისო ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. მაგრამ სერია A-ს 12 და ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კვარაცხელიას შთაბეჭდილება ყველა ძირითად დამკვირვებელზე მოეხდინა და ამ პრესტიჟულ რეიტინგში სწრაფად დაწინაურებულიყო".


ხვიჩას და ოსიმენის დუეტი განსაკუთრებულია

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ასეულის ლიდერი 'მანჩესტერ სიტის' ფორვარდი ერლინგ ჰოლანდია. ამ ჩამონათვალში ორი 'ნაპოლის' ფეხბურთელი მოხვდა - ხვიჩა (37-ე რეიტინგში) ; ოსიმენი (მე-60-ე რეიტინგში). რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდოს, 37 წლის ფეხბურთელი 44-ე ადგილზე განთავსდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი