საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება - დინამო ბათუმი მკაცრად დაისაჯა » სპორტის ხაზი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება - დინამო ბათუმი მკაცრად დაისაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება - დინამო ბათუმი მკაცრად დაისაჯა
21-11-2022, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე დინამო ბათუმსა და სამგურალის დაპირისპირების დროს მომხდარი ინციდენტი იქნა განხილული.

ამ დაპირისპირების გამო პირატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მკაცრად დაისაჯნენ და მათ დიდი ოდენობის თანხის გადახდა დააკისრეს.

1) ბათუმის დინამო მომდევნო საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 2,000 ლარი

2) ბათუმის დინამოს პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 6,000 ლარი და 1 წლით აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის დინამოს საშინაო და საგარეო მატჩებზე

3) ბათუმის დინამოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 2,000 ლარი და აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის დინამოს საშინაო და საგარეო მატჩებზე

4) ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, დავით ჯანელიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 1,000 ლარი და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია

5) ბათუმის დინამოს გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 200 ლარი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი