მიმდინარე სეზონში მეორედ - გიორგი მიქაუტაძე 'მეცის' თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა » სპორტის ხაზი

მიმდინარე სეზონში მეორედ - გიორგი მიქაუტაძე 'მეცის' თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მიმდინარე სეზონში მეორედ - გიორგი მიქაუტაძე 'მეცის' თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
21-11-2022, 14:27
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში მეორედ 'მეცის' თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბოლო პერიოდში გიორგი ფრანგული კლუბის რიგებში მართლაც გამოეჩეული ფიგურა გახლდათ - ბოლო სამ მატჩში გატანილი ოთხი გოლი.

22 წლის ფეხბურთელმა ამ ნოემბრის თვის პირველ შეხვედრაში საფრანგეთის თასზე 'რაონ ლეტაპს' გაუტანა. მიქაუტაძემ 'სტ. ეტიენთან' მატჩში გამოტოვა, თუმცა ყველაფერი 'პარიზის' წინააღმდეგ აანაზღაურა, სადაც სამი გოლი გაიტანა და დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მიმდინარე სეზონში მეორედ - გიორგი მიქაუტაძე 'მეცის' თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გიორგი 'პარისთან' მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ამ სეზონში ფორვარდის ანგარიშზე 15 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ამასთან ქართველი ლიგა 2-ის მესამე საუკეთესო ბომბარდირიცაა.

მოგახსენებთ, რომ ცუდი სტარტის შემდეგ, 'მეცი' ამჟამად 21 ქულით მე-8 ადგილზეა და მე-7 ადგილზე მყოფ 'ამიენს' ორი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი