"ტოტენჰემმა შეცდომა დაუშვა" - უცხოური გამოცემა მამარდაშვილზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ტოტენჰემმა შეცდომა დაუშვა" - უცხოური გამოცემა მამარდაშვილზე საუბრობს

"ტოტენჰემმა შეცდომა დაუშვა" - უცხოური გამოცემა მამარდაშვილზე საუბრობს
16-09-2022, 15:39
Aa Aa
გაზიარება:

ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი უცხოური კლუბი ცდილობდა ვალენსიას ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კი ტოტენჰემი იყო, თუმცა დეზებმა ქართველის ყიდვაზე უარი განაცხადეს.

უხოური გამოცემა hitc.сom-ი კი 21 წლის მეკარის შესახებ წერს და ლონდონელების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს:

"ტოტენჰემის მეკარე, ჰუგო ლორისი დეკემბრის თვეში 36 წლის ხდება. მართალია ფრანგი ჯერ კიდევ მშვენივრად გამოიყურება და რიგ მომენტებში გუნდის გადარჩენასაც კი ახერხებს, თუმცა ინგლისურმა კლუბმა მის შემცვლელზე ფიქრი ახლავე უნდა დაიწყოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ლორისის შემცვლელი ფრეიზერ ფოსტერია, რომელიც 34 წლის არის. ამიტომ მამარდაშვილის ყიდვა გრხელვადიან პერსპექტივაში ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა."

ვალენსიას ლიდერი ჩინებულ ფორმაშია. ის ესპანური გუნდის აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვან ფიგურადაც კი იქცა. როგორც ცნობილი გამოცემა, Marca ციტირებს გიორგი ღამურებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 86 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი