იმის გამო, რომ ტერ შტეგენს ხანგრძლივი ტრავმა აქვს მიღებული, ბარსამ ერთი სეზონით ვოიცეხ შესნი გაიფორმა, გრძელ პერსპექტივაში კი კლუბი ინაკი პენიას არ ენდობა.
ჟოან ლაპორტას სურვილი დიოგუ კოშტას დამატებაა, რომელსაც დეკუც უწევს ანგარიშს. მიუხედავად ამისა, პორტუს მეკარემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მას გეზი ბაიერნისკენ აქვს აღებული.
როგორც ესპანურ მედიაში წერენ, კოშტამ ბარსელონას ბოსებს უკვე აცნობა, რომ მომავალში მანუელ ნოიერის ადგილის დაკავება აქვს განზრახული.
კოშტას გამოსასყიდი 80 მილიონ ევრომდე ადის, თუმცა პორტუ მას ბაიერნს 50 მილიონ ევრომდე მიჰყიდის.