არა ალკოჰოლი, არა LGBT თემის მხარდაჭერა - აკრძალვათა სია, რომელიც ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატს გააჩნია საკმაოდ ვრცელი და მრავლისმთქმელია. ცოტა ხნის წინ, ინგლისის ნაკრებისა და ჰარი კეინის შესახებ სწორედ LGBT საკითხთან დაკავშირებით დაიწერა.
Telegraph-ის ინფორმაციით, FIFA-მ ინგლისის ნაკრების კაპიტანს LGBT სამკლაურის გაკეთება აუკრძალა და თუ ჰარი კეინი მას მაინც მოირგებს, მაშინ ინგლისელი ფორვარდი ყვითელ ბარათს პირველივე წუთიდან მიიღებს.
ცნობისთვის, ინგლისის ნაკრები მუნდიალში ხვალ, 17:00 საათზე ირანის წინააღმდეგ ჩაერთვება და აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს მატჩის დასაწყისიდანვე გავიგებთ.