ავსტრიის თასის 1/8 ფინალში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე "ლასკ ლინცს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
სრული შეხვედრა ჩაატარა გრაცელთა ქართველმა ნახევარმცველმა, რომლისთვისაც აღნიშნული მატჩი ისტორიული, რიგით მე-200 გამოდგა და ავსტრიული კლუბის ისტორიაში ჩაეწერა.