"ფლიკის ადგილას, არც მე შევცვლიდი რამეს" - შესნი სათამაშო დროის არქონაზე » სპორტის ხაზი

"ფლიკის ადგილას, არც მე შევცვლიდი რამეს" - შესნი სათამაშო დროის არქონაზე

"ფლიკის ადგილას, არც მე შევცვლიდი რამეს" - შესნი სათამაშო დროის არქონაზე
26-10-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბრის დასაწყისში, ვოიცეხ შესნი ბარსელონას ოფიციალურად შეუერთდა, თუმცა, ამ დრომდე კლუბის არცერთ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

სათამაშო დროის არქონაზე 34 წლის მეკარემ მედიასთან ისაუბრა.

"მწვრთნელთან ბევრს ვსაუბრობ და ვუთხარი, რომ 100%-ით მზად ვარ სათამაშოდ, თუმცა, გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება და თავის მხრივ იანიაკი პენია საკუთარ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს, ამიტომ ცვლილებები საჭირო არ არის.

მეც რომ ვიყო მწვრთნელი, არაფერს შევცვლიდი, მაგრამ მჯერა, ადრე თუ გვიან ჩემი შანსი მომეცემა - ახლა მთავარი ისაა, რომ გუნდი კარგად ასპარეზობს
", - განაცხადა შესნიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი