იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ინტერი სტუმრად რომას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს ინტერის მაისურით 133-ე გოლი გამოდგა.
"ეს მიღწევა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნე, აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში - თითოქს აქ დავიბადე", - განაცხადა ლაუტარომ.
ცნობისთვის, 27 წლის არგენტინელმა ინტერის მაისური ჯამში 291 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 133 გოლითა და 46 საგოლე გადაცემით მოახერხა.