"ხალხი სტადიონზე მის სანახავად დადის" - ნაპოლის ფანი კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ხალხი სტადიონზე მის სანახავად დადის" - ნაპოლის ფანი კვარაცხელიაზე

"ხალხი სტადიონზე მის სანახავად დადის" - ნაპოლის ფანი კვარაცხელიაზე
20-10-2024, 22:11
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და ნაპოლის სამი ქულა პირადად მოუტანა, თუმცა ქართველის კრიტიკა მაინც არ წყდება.

გულშემატკივართა ნაწილს მიაჩნია, რომ კვარაცხელია ისეთივე დონეს ვეღარ აჩვენებს, როგორც საჩემპიონო სეზონში, თუმცა ამ აზრის საპირისპიროს ამბობს ნაპოლის ერთ-ერთი გულშემატკივარი.

გეყოთ, რა კრიტიკა, ვის ვაკრიტიკებთ? წლების წინ სტადიონი არც ივსებოდა, ახლა კი ხალხმა თამაშებზე სიარული ხვიჩას სანახავად დაიწყო. ის განსხვავებულია და არავის ჰგავს. მოგწონთ ერთნაირი და უღიმღამო ფეხბურთელები? ნაპოლიმ კვარაცხელია რომ დაკარგოს, ეს ისტორიაში ყველაზე სულელური ნაბიჯი იქნება. კვარა ყველასგან გამოირჩევა თავისი სტილით და პრაგმატულად თუ შევაფასებთ, ამ სეზონში სტატისტიკაც მშვენიერი აქვს.

- ამბობს ნაპოლის ფანი.

შეგახსენებთ, რომ კვარას სერია A-ში უკვე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი