პოლ პოგბას ფეხბურთში დაბრუნებასა და კლუბის შეცვლაზე ჰკითხეს.
"იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და საუკეთესოობა მინდა, საფრანგეთის ნაკრებში და გუნდშიც.
მარტისთვის სრულად ვიქნები მზად და ჩემს სათქმელს მოედანზე ვიტყვი.
"სერია ა-ს სხვა გუნდში გადასვლა შეუძლებელია. ახლა მხოლოდ კლუბში დაბრუნებაზე ვარ კონცენტრირებული.
დისკვალიფიკაციის პერიოდმა შემცვალა, ახლა სხვა ადამიანი ვარ.
და ამ ყველაფრის მოედანზე ჩვენება მსურს."
დისკვალიფიცირებულ ნახევარმცველს მოედანზე გამოსვლა მარტში შეეძლება.