პოგბა: "მილანში ტრანსფერი გამორიცხულია, იუვენტუსს არასდროს ვუღალატებ" » სპორტის ხაზი

პოგბა: "მილანში ტრანსფერი გამორიცხულია, იუვენტუსს არასდროს ვუღალატებ"

პოგბა: "მილანში ტრანსფერი გამორიცხულია, იუვენტუსს არასდროს ვუღალატებ"
17-10-2024, 13:48
Aa Aa
გაზიარება:

31 წლის იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბმამ მედიასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"მზად ვარ, ხელფასი შევიმცირო და იუვენტუსში გავაგრძელო თამაში - ახლა მხოლოდ ვარჯიშა და იუვეში თამაშზე ვფიქრობ.

განვიხილავ თუ არა მილანში ტრანსფერს? ეს შეუძლებელია. თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც რომ დამირეკოს, იუვენტუსს მაინც არ ვუღალატებ.

იუვენტუსისგან შეთავაზების მისაღებად პეპ გვარდიოლა უარით გავისტუმრე
", - განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, ფრანგ ნახევარმცველს დოპინგ სკანდალის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა საჩივარი 18 თვემდე შეუმცირდა და ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღება მარტიდან შეეძლება.

რაც შეეხება იუვენტუსთან კონტრაქტს, პოგბას იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი