საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება.
ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.
მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენ გუნდში 23 ფეხბურთელია გამოძახებული.
საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.