უკვე წელზე მეტი გავიდა, რაც ნეიმარს ფეხბურთი პროფესიონალურად აღარ უთამაშია, ახლა კი ეს "საგა" დასასრულს უახლოვდება.
32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
იგი სავარაუდოდ 21 ოქტომბერს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდება.
გამოცდილმა შემტევმა ჯვარედინი იოგები 2023 წლის ოქტომბერში გაიწყვიტა.