მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიონელ მესის არგენტინამ ბოლოვიას უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.
აღნიშნული თამაშის შემდეგ მედიაში ლეგენდის კომენტარი გავრცელდა:
არგენტინის ნაკრებიდან წასვლა? - ჯერ არანაირი თარიღი არ მაქვს დათქმული. უბრალოდ, მსურს, რომ ახლანდელი სიტუაციით ბოლომდე ვისიამოვნო.
ახლა იმაზე მეტად მსურს ნაკრებში თამაში, ვიდრე ოდესმე, რადგან, შესაძლოა, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩები იყოს. ვგრძნობ, თუ როგორი სიყვარულია აქ ხალხისგან ჩემ მიმართ, რის გამოც მადლიერი ვარ.
- თქვა მესიმ.