დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში რიგით მე-4 მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი საკუთარ კედლებში ალბანეთს უმასპინძლებს.
გთავაზობთ ალბანელთა დამრიგებლის, სილვინიოს კომენტარს, რომელიც მან მატჩის წინ გააკეთა.
საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც ასეთები ვართ. აუცილებელია, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და 100%-ით დავიხარჯოთ. თუ ვერ მოვიგებთ, ასე მთავარ მიზანს ძალიან დავშორდებით. ჩვენსა და ქართველებს შორის შანსებს თანაბრად, 50/50-ზე ვაფასებ.
- თქვა სილვინიომ.
ცნობისთვის, საქართველოს ისტორიაში ალბანეთისთვის 5-ჯერ უმასპინძლია და გამარჯვება ხუთივეჯერ ჩვენს გუნდს დარჩა.