საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ესპანური ლევანტეს ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.
ამიერიდან 25 წლის ნახევარმცველი Transfermarkt-ის ვერსიით 4 მილიონი ევრო ღირს. განახლებამდე კი ქოჩორას ფასი ამავე საიტის ცნობით 2.5 მილიონი ევრო იყო.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგა 2-ში ჯამში 7 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.