'ხვიჩა ყოჩაღია, მან ძალიან მოუმატა' - საზანოვი კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ხვიჩა ყოჩაღია, მან ძალიან მოუმატა' - საზანოვი კვარაცხელიაზე საუბრობს

'ხვიჩა ყოჩაღია, მან ძალიან მოუმატა' - საზანოვი კვარაცხელიაზე საუბრობს
19-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა "ნაპოლის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 21 წლის შემტევმა ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა.

"ხვიჩა ყოჩაღია, ძალიან მოუმატა, ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ გადავეყარეთ, როცა ის რუბინში თამაშობდა, მაგრამ არც დრო გაგვიგტარებია ერთად და არც პირადად გვისაუბრია ერთმანეთთან." - თქვა საზონოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს.

მოგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებში საზონოვის დებიუტი მაროკოს წინააღმდეგ შედგა. 20 წლის მცველი მატჩში 78-ე წუთზე სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. რაც შეეხება ხვიჩას, ფეხბურთელმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი