PREVIEW | საქართველო უელსის წინააღმდეგ - დაპირისპირების ისტორია და რთული შეხვედრის მოლოდინი » სპორტის ხაზი

PREVIEW | საქართველო უელსის წინააღმდეგ - დაპირისპირების ისტორია და რთული შეხვედრის მოლოდინი

PREVIEW | საქართველო უელსის წინააღმდეგ - დაპირისპირების ისტორია და რთული შეხვედრის მოლოდინი
19-11-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში „დრაკონებს“ მეექვსედ შეერკინებიან. ამ მატჩით 'ბორჯღალოსნები' 2022 წლის შემოდგომის ტესტებს 'ფრინციფალითიზე' უელსთან დაასრულებენ.

საქართველოსა და უელსის დაპირისპირების ისტორია - საქართველოსა და უელსს შორის პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, „ფრინიციფალითიზე“ შედგა. იქ მყოფმა 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. 'ბორჯღალოსნებს' ქონდათ შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან სტუმრად ფრე ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.

2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში შევხვდით და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე „დრაკონებს“ ლიანელში, „პარკ სკარლეტზე“ ვერკინეთ. მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, ჩვენ კი ვერაფრით ვუპასუხეთ. საბოლოოდ უელსის ნაკრებმა იმ შეხვედრაში 18:0 იმარჯვა.

PREVIEW | საქართველო უელსის წინააღმდეგ - დაპირისპირების ისტორია და რთული შეხვედრის მოლოდინი

უელსის ნაკრებმა 2019 წელს დამაჯერებლად მოგვიგო

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ უელსს მეხუთედაც შევხვდებით, რადგან საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე, უელსი და საქართველო გ ჯგუფში ითამაშებენ. შესაბამისად, წლევანდელი თამაში მომავალი დაპირისპირების წინ ერთგვარ 'დაზვერვად' მოიაზრება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე უელსის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, უეინ პივაკმა უკვე დაასახელა შემადგენლობა რომლითაც დღეს საქართველოს დაუპირისპირდება. 60 წლის სპეციალისტმა მატჩამდე პრესკონფერენციაც გამართა, სადაც 'ჯვაროსნებზე' და მათ ტაქტიკურ თამაშსზე ისაუბრა:


უელსის თავკაცმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

"ყურადღებით შევისწავლეთ საქართველო და ის უწინდელზე მეტს ბურთაობს. მათ ყავთ ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეები და შედეგიანად იყენებენ ფეხს. გუნდს შენარჩუნებული აქვს ფიზიკური სიძლიერე, რისი მომსწრენიც სამოასთან თამაშისას გავხდით. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ მთელი 80 წუთის განმავლობაში და გამოვასწოროთ დისციპლინა. შემადგენლობიდანაც ჩანს, რომ საქართველოს პატივისცემით ვეპყრობით, რადგან ის უკეთესი გუნდია და სრულფასოვანი ტესტის მოლოდინი გვაქვს." - თქვა პივაკმა.

შეგახსნებთ იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი