14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც კითხვებს ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხეს.
საქართველო - ალბანეთის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.